მთავარი სიახლეები თბილისში ახალი მრავალფუნქციური სამედიცინო დაწესებულება „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა

თბილისში ახალი მრავალფუნქციური სამედიცინო დაწესებულება „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა




სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ბენეფიციარმა შპს „ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქ“-მა სრულიად ახალი, თანამედროვე და მრავალფუნცქიური სამედიცინო დაწესებულება - „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გახსნა.

გახსნის ცერემონიალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ნათია თურნავა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდნენ.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ რამდენიმე ევროპულ და ამერიკულ საუნივერსიტეტო კლინიკასთან ჩართულობას ისახავს მიზნად, რაც ქართველ და უცხოელ პარტნიორებს შორის თანამშრომლობას გულისხმობს ისეთ სფეროებში, როგორებიც არის პაციენტის ჯანდაცვა, სამეცნიერო კვლევა და საგანმანათლებლო პროცესები. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ქართული მედიცინის, არამედ ზოგადად მედიცინის სფეროს წინსვლას შეუწყობს ხელს. მათი განცხადებით “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი” საქართველოს ჯანდაცვის სისტემას მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუციების პრაქტიკას შესთავაზებს, ხოლო პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვის ისეთ კონცეფციას, რომელიც სამაგალითო გახდება ჯანდაცვის სფეროსთვის.

სამედიცინო ცენტრის საერთო ფართი 25 000 კვ.მ-ს მოიცავს; ამ ეტაპზე 200 ადამიანია დასაქმებული, გააჩნია 183 საწოლი (პალატა), რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო დანადგარებით, რაც სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებშია შეძენილი.

ონლაინ ჩატი
×