მთავარი სიახლეები თბილისი მოდის კვირეულის მე-18 სეზონს მასპინძლობს

თბილისი მოდის კვირეულის მე-18 სეზონს მასპინძლობს




დღეს, 18 ოქტომბერს,  თბილისის მოდის კვირეულის მეთვრამეტე სეზონის გახსნაა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო"აწარმოე საქართველოში" უკვე მეცხრედ უჭერს მხარს და ამჯერადაც ხელს უწყობს ქართული საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას. 

თბილისის მოდის კვირეული 4 დღეს გასტანს და 21 ოქტომბერს დასრულდება, რომლის ფარგლებშიც ქართველ დიზაინერებს შესაძლებლობა ექნებათ აუდიტორიას საკუთარი ნამუშევრები  გააცნონ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დახმარებით მოდის კვირეულს ესწრებიან მყიდველების ჯგუფი (ე.წ „ბაირები“) და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ ისეთ პარტნიორებთან როგორებიცაა ESPACE MONOCHROME (MONACO), EARLY MORNING  (PARIS), TOM GREYHOUND  (PARIS) და ELLIDORE LUXURY (EMIRATES).

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით მოდის კვირეულებს უცხოელი მყიდველები (ე.წ „ბაირები“) მუდმივად სტუმრობენ,  რაც ქართველი დიზაინერების საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას,  ქართული პროდუქტის პოტენციალის  წარმოჩენასა და საფეიქრო ინდუსტრიით დაინტერესების ზრდას ემსახურება.

კვირეულის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, .

ონლაინ ჩატი
×