მთავარი სიახლეები თბილისი მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის მე-8 სეზონს მასპინძლობს

თბილისი მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის მე-8 სეზონს მასპინძლობს




საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს  მხარდაჭერით, 1-დან 5 ნოემბრის ჩათვლით თბილისში „Mercedes-Benz Fashion Week” სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება.

როგორც წინა სეზონებზე, ამჯერადაც „Mercedes-Benz Fashion week”-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია სააგენტო “აწარმოე საქართველოში“, რომლის დახმარებით საქართველოს გავლენიანი და მსოფლიოში ცნობილი შემსყიდველები (ე.წ ბაიერები) ესტუმრებიან ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Menswear & Womenswear Talent Brands & Asos Collaborations, Next Gen and Casualwear, Al Ostoura International Company, Barney's, და ა.შ.

უცხოელი მოდის კრიტიკოსებთან და ბაიერებთან დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს ქართველ დიზაინერებს და ქართულ მოდას დაამკვიდროს საპატიო ადგილი მსოფლიოს მოდის რუკაზე. 2018 წლის გაზაფხული/ ზაფხულის კოლექციებს თბილისში 40-მდე ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს. გასული წელი მოდის კვირეულში მონაწილე დიზაინერებისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო. მათი სამოსი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველაზე პოპულარულ გალერეებსა და ბუტიკებში იყიდება. ქართველი დიზაინერების ნამუშევრები მსოფლიო ვარსკვლავებმა მოირგეს, მათ რიცხვშია: Lady Gaga, Katy Perry, Mary J Blige, Angelina Jolie, Bella Hadid და სხვა.

აღსანიშნავია, რომ “Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi”-ის მოდის კვირეულს ორმოცდაათზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. მსოფლიო მოდის დედაქალაქებიდან მოდის კრიტიკოსები, ბაიერები, ცნობილი გამოცემის ჟურნალისტები და რედაქტორები ჩამოდიან: Elle, Vogue US, Vogue Italy, Vogue Japan, Vogue Poland, VOGUE Nederland, Vogue Russia, Vogue Czech, Vogue Mexico & Latin America, I-D Magazine, Dazed Magazine, Le Figaro, Conde Nast International, Forbes USA, Marie Claire Turkey, L’Officiel Paris, L’Officiel Turkey, Esquire Turkey, LVMH Group

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, საქართველოში გამართულ მოდის კვირეულებს უცხოელი მყიდველები მუდამ სტუმრობენ, რაც შემოქმედებითი ინდუსტრიის ფარგლებში, ქართველი დიაზაინერებისა და მათი პროდუქციის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას ხელს უწყობს. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ის ფაქტი, რომ ქართველი დიზაინერების პროდუქცია უკვე იყიდება ისეთ ტრენდულ და მოდის სამყაროში ცნობილ ვებ-გვერდებზე, როგორებიცაა: Farfetch და Modaoprandi.

ონლაინ ჩატი
×