მთავარი სიახლეები ექსპორტის ხელშეწყობის ახალი ინიციატივები და ონლაინ შოურუმები ქართველი დიზაინრებისთვის

ექსპორტის ხელშეწყობის ახალი ინიციატივები და ონლაინ შოურუმები ქართველი დიზაინრებისთვის




სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და ეკონომიკური კვლევის პოლიტიკის ცენტრის მხარდაჭერით, სასტუმრო „სტამბას“ ამფითეატრში ერთობლივი გაფართოებული შეხვედრა გაიმართა საქართველოში რეგისტრირებულ დიზაინერებთან.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა ახალი ინიციატივა, კერძოდ ონლაინ შოურუმებში მონაწილეობის ხელშეწყობის მოდელი, რაც პანდემიის დროს საერთაშორისო შოურუმების ეფექტურ ალტერნატივად განიხილება.  ამასთანავე, აღნიშნულ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს სააგენტოს მიერ შემუშავებული დიზაინერების შერჩევის კრიტერიუმების და თანადაფინანსების დოკუმენტის პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე, საქართველოში მოღვაწე დიზაინრებმა საკუთარ ხედვები და საჭიროებები გაუზიარეს სააგენტოს წარმომადგენლებს.  შეხვედრის მიზანი ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანის ხელშეწყობაა, რადგან აღნიშნული სექტორი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შეხვედრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.

 

 

ონლაინ ჩატი
×