მთავარი სიახლეები ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინ კურსი

ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინ კურსი




USAID -ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ფარგლებში, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ კომპანია მაინდვორქსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინ კურსი, რომელიც განთავსებულია, როგორც სააგენტოს ვებგვერდზე, ასევე, youtube-სა და კიდევ 2 სხვა პლატფორმაზე.

ონლაინ ტრენინგების შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები დარგის ექსპერტები. ესაა პირველი, მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ონლაინ ანიმირებული ტრენინგი, რომელიც მთლიანად ფარავს ექპორტთან დაკავშირებულ საბაზისო საკითხებს. კურსი აერთიანებს 10 მოდულს, მათ შორის ინკოტერმსის პირობებს, საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას (თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებს), ბაზარზე შეღწევის სტრატეგიულ გეგმას და სხვა. აღსანიშნავია, რომ ონლაინ ტრენინგენს ასევე აქვს საკითხავი ვერსია. მომხმარებელს შეუძლია თავისუფლად ჩამოტვირთოს და ამ გზით გაიღრმავოს ცოდნა. ანუ, ვაკმაყოფილებთ იმ არსებული და პოტენციური ექსპორტიორების მოთხოვნებს, ვინც:

1. პრიორიტეტს ანიჭებენ სწავლების დისტანციურ ფორმას;

2. უფრო ყურებით (ვიზუალური მეხსიერება) სწავლობენ ვიდრე კითხვით;

3. ინფორმაციის დამახსოვრება უფრო მეტად უადვილდებათ კითხით, ვიდრე ყურებით.

ონლაინ კურსს ასევე აქვს ცოდნის გადამოწმების შესაძლებლობა სპეციალური ტესტის მეშვეობით, როგორც თითოეულ მოდულზე, ასევე საერთო - შემაჯამებელი. რეალურად ეს პროდუქტი ასევე მნიშვნელოვანია რეგიონში მცხოვრები პირებისთვისაც, რამდენადაც დისტანციურად მიიღებს სასარგებლო იფორმაციას.

კურსის გავლისთვის გადადით მოცემულ ბმულზე: http://bit.do/e2HVA

ონლაინ ჩატი
×