მთავარი სიახლეები ექსპორტიორი კომპანიების შერჩევის კრიტერიუმები და თანადაფინანსების მექანიზმი

ექსპორტიორი კომპანიების შერჩევის კრიტერიუმები და თანადაფინანსების მექანიზმი




მიმდინარე წლის 7 თებერვალს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაცია - ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის შერჩევის კრიტერიუმებსა და თანადაფინანსების მექანიზმების შესახებ.

მეტი ტრანსაპარენტულობისთვის შემუშავდა ექსპორტიორი კომპანიებისთვის შერჩევის განახლებული კრიტერიუმები და თანადაფინანსების მექანიზმები, რომლებიც მათ მონაწილეობას განსაზღვრავს საერთაშორისო გამოფენებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს მიერ განახლებული შერჩევის კრიტერიუმები გახდა უფრო კომპლექსური, მეტად მორგებული და ორიენტირებული მცირე და საშუალო ექსპორტიორი კომპანიების მხარდაჭერასა და განვითარებაზე. ამასთანავე, საწარმოს ზომით კატეგორიას მნიშვნელოვანი როლი მიენიჭა, როგორც შერჩევისას, ასევე, თანადაფინანსების პროცენტულობის განსაზღვრისას, რომელიც 50%-დან 90%-მდე მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოფენებში კომპანიების შერჩევისას, ასევე, დიდი მნიშვნელობა მიენიჭება მათ დივერსიფიცირებას, რათა ქვეყან, სხვადასხვა მსხვილ ღონისძიებაზე ფართო სპექტრის პროდუქციით იყოს წარმოდგენილი..

ღონისძიება იმართება პროექტის „GEclose2EU” მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

ონლაინ ჩატი
×