მთავარი სიახლეები ,,აწარმოე საქართველოში“ 2018 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა

,,აწარმოე საქართველოში“ 2018 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ ,,აწარმოე საქართველოში“  საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა და  ღია საჯარო დაწესებულებების ტოპ-ათეულში დასახელდა.

2018 წლის ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებების შესახებ ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიმა (IDFI) გამოაქვეყნა. ღონისძიება 3 მაისს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართა. 

2010-2018 წლებში IDFI-მ, საჯარო დაწესებულებებში, სულ 51,723 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა დააგზავნა, რაზეც პასუხი 42,965 შემთხვევაში მიიღო.

აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS-ის პროექტი

ონლაინ ჩატი
×