მთავარი სიახლეები ამხანაგობა "სპორტ ლაინი"

ამხანაგობა "სპორტ ლაინი"




გაიცანით სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი - ამხანაგობა „სპორტ ლაინი"!
ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ ბირკიანში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში, ამხანაგობის წევრებმა დავით ბაღაკაშვილმა, ბადრი ბაღაკაშვილმა და მაკა ალდანოვამ 15 000 ლარიანი გრანტის მოპოვება და სპორტული დარბაზის გახსნა შეძლეს.
მოპოვებული თანადაფინანსებით, ბენეფიციარებმა სხვადასხვა სახის სავარჯიშო მოწყობილობები შეიძინეს და დღეისათვის საქმიანობას წარმატებით ახორციელებენ. სპორტ დარბაზი ,,სპორტ ლაინი“ მომსახურებას ადგილობრივ მაცხოვრებლებს უწევს.

ონლაინ ჩატი
×