მთავარი სიახლეები ავღანეთის დელეგაციის ვიზიტი

ავღანეთის დელეგაციის ვიზიტი




მიმდინარე წლის 5 მარტს საქართველოს ეწვია მაღალი რანგის დელეგაცია ავღანეთიდან ინდუსტრიისა და კომერციის მინისტრის მოადგილისა და ავღანეთის პრეზიდენტის ეკონომიკის საკითხებში უფროსი მრჩევლის ხელმძღვანელობით. ვიზიტი შედგება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ორიენტირებულია ავღანეთში კერძო სექტორისა და მეწარმეობის განვითარებაზე.

ღონისძიების ფარგლებში,  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა, სიტყვით გამოსვლისას  მიმოიხილა სააგენტოს მიერ ქართველი მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობისათვის დანერგილ პროგრამებსა და ტექნიკური მხარდაჭერის შესაძლებლობები.

ავღანური დელეგაციის ვიზიტი ემსახურება ქართული მხარის  გამოცდილების გაზიარებას, შესაბამისად,  6 მარტს დაგეგმილია შეხვედრა სააგენტოს ოფისში, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს  ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ დეტალური ინფორმაცია მცირე და საშუალო ბიზნესის  მხარდაჭერის მექანიზმებისა და ზოგადად სააგენტოს, როგორც წარმატებული მაგალითის შესახებ.

 

შენიშვნა:

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სწრაფი პროცესი იქცა მისაბაძ მაგალითად რეგიონის ქვეყნებისათვის. მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის არსებული მხარდაჭერის პროგრამები რამდენიმე წელია წარმატებით დაინერგა საქართველოში. არსებული მექანიზმების გაცნობით დაინტერესებული ავღანური მხარე ვიზიტის ფარგლებში გამართავს სხვადასხვა შეხვედრებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და ასევე, სამინისტროს დაქვემდებარებულ რამდენიმე სააგენტოსთან, მათ შორის სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს დირექტორსა და ავღანური მხარის წარმომადგენლებს შორის  შეხვედრა  გასული წლის 19 ნოემბერს, პარიზში, საფრანგეთში OECD Eurasian Week 2018 – ის ფარგლებში გაიმართა, სადაც საქართველო და კონკრეტულად სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის დასახელდა, როგორც წარმატებული მაგალითი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით. შეხვედრის მსვლელობისას, ასევე,  განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.  

ონლაინ ჩატი
×