მთავარი სიახლეები GULFOOD 2021 რეგისტრაცია

GULFOOD 2021 რეგისტრაცია




სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში - GULFOOD 2021, 21-25 თებერვალს, ქალაქ დუბაიში.

სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა GULFOOD წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას აღნიშნულ სექტორში, რომელიც ტრადიციულად იმართება დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. გამოფენას ყოველწლიურად საშუალოდ სტუმრობს 92000 ვიზიტორი და 5000 გამომფენი. ღონისძიებაში, ე.წ. ეგზიბიტორის სახით მონაწილეობა ნებადართულია თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მწარმოებლისთვის გარდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიისა.

მიმდინარე წელს საქართველოს GULFOOD-ზე ჯამში გამოყოფილის აქვს 133 კვადრატული მეტრი საგამოფენო სივრცე; 114 ე.წ. ქვეყნის პავილიონში (WTC Arena), ხოლო 19 სასმელი პროდუქტების (Beverage) პავილიონში. "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში სულ მონაწილეობას მიიღებს 14 კომპანია. კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული შერჩევის კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.

Registration period
Start: 12 Dec 2020 17:00:00
End: 30 Dec 2020 23:00:00

 

ონლაინ ჩატი
×