მთავარი სიახლეები fDi Intelligence-ის ევროპის მომავლის ქალაქების რეიტინგში, თბილისი ხარჯეფექტიანობის კატეგორიაში პირველ ადგილზეა

fDi Intelligence-ის ევროპის მომავლის ქალაქების რეიტინგში, თბილისი ხარჯეფექტიანობის კატეგორიაში პირველ ადგილზეა




Financial Times ჯგუფში შემავალმა ქვედანაყოფმა fDi Intelligence, რომელიც ინვესტიციებისა და ეკონომიკის განვითარების სფეროში მუშაობს, „ევროპის მომავლის ქალაქებისა და რეგიონების“ 2020/21 წლების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც თბილისი ხარჯეფექტიანობის კატეგორიაში პირველ ადგილს იკავებს.

საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციის კუთხით. ამ მიმართულებით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ძალიან აქტიურად თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის Financial Times-ის შემავალმა ქვედანაყოფთან fDi Intelligence.

2019 წლის ოქტომბრიდან სააგენტოს ინიციატივით, საქართველოზე ინფორმაცია Financial Times-ის კიდევ ერთ პლატფორმაზე fDi Benchmark გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ „ევროპის მომავლის ქალაქებისა და რეგიონების“ 2020/21 რეიტინგის მომზადებისას გამოყენებული წყაროებიდან fDi Benchmark ერთ-ერთი უმთავრესია.

მნიშვნელოვანია, რომ რეიტინგის შედგენისას ავტორებმა ევროპის მასშტაბით 505 ლოკაცია შეისწავლეს. შეფასება ხუთ კატეგორიას მოიცავს, ესენია: ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური კაპიტალი და ცხოვრების წესი, ხარჯთეფექტიანობა, დაკავშირებულობა და ხელსაყრელი ბიზნესგარემო.

ამასთან ერთად თბილისი მესამე ადგილზეა „ევროპის მომავლის მცირე რეგიონების“ რეიტინგშიც.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად გააგრძელებს რეიტინგებში საქართველოს შეყვანისა და პოზიციების გაუმჯობესებაზე მუშაობას.

ონლაინ ჩატი
×