მთავარი SERVICE CENTER

 

მომსახურების ცენტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით დაფუძნებული სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" სერვის ცენტრი წარმოადგენს  მრავალფუნქციურ ბიზნეს სივრცეს.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შემდეგი მომსახურებების თუ ინფორმაციის ერთ სივრცეში მიღება:

  • ინფორმაცია ბიზნეს სექტორის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებზე 
  • სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მონაცემთა ბაზაში არსებულ პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან დაკავშირება
  • მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა

*ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც  მოცემული მიმართულებით იქნება გამოყენებული  Enterprise Europe Network - ევროპის მეწარმეთა ქსელია, რომელშიც სააგენტო "აწარმოე საქართველოში" საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად გაწევრიანდა


 

გარდა აღნიშნული მომსახურებებისა  მეწარმე შეძლებს უსასყიდლოდ ისარგებლოს სერვის ცენტრის ინფრასტრუქტურით:

  • წვდომა ელექტრონულ და ბეჭდურ რესურსებზე
  • ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის ბიზნეს ლიტერატურას
  • შეხვედრების/საკონფერენციო ოთახი 

ხსენებული ინფრასტრუქტურა ასევე იქნება გამოყენებული ლექციებისა და სემინარებისა მოსაწყობად, როგორც მეწარმეებისთვის, ისე სკოლებისა და უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის.

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" სერვის ცენტრის კონცეფცია აშშ-ში დამკვიდრებულ SBDC-ის (მცირე ბიზნესის განვითარების ცენტრების) პრაქტიკას  ეფუძნება.

 

ონლაინ ჩატი
×