მთავარი FILM IN GEORGIA

 

 

საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო ვიზუალური პროდუქციის (მხატვრული ფილმი, სერიალი, დოკუმენტური ფილმი, ანიმაცია, რეკლამა, რეალითი შოუ) შექმნით დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მწარმოებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 20-25% თანხის უკან დაბრუნების პროგრამით. თანხის უკან დაბრუნება ვრცედება პროგრამით განსაზღვრულ კვალიფიციურ ხარჯებზე, რომელიც უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს მხადვრული ფილმის და სერიალის შემთხვევაში, ხოლო 300 000 ლარს დოკუმენტური ფილმის, ანიმაციის, რეკლამის და რეალითი შოუს შემთხვევაში.

აღნიშნული სერვისის მიღებისათვის  საჭიროა შემდეგი ქმედებების განხორციელება:

  1. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ავსებს ონლაინ განაცხადის ფორმას
  2. ხელშეკრულება ფორმდება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს და განმცხადებელს შორის
  3. განმცხადებელს ენიჭება პროგრამის ბენეფიციარის სერთიფიკატი უნიკალური კოდით
  4. სერთიფიკატის მიღებიდან 2 წლის ვადაში ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს აუდიტორული კომპანიის მიერ დამოუკიდებელი მარწმუნებელი მომსახურების დასკვნა.
  5. დასკვნის მიღებიდან 90 დღის ვადაში სააგენტომ უნდა აანაზღაუროს ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 20%.
  6. 20% ანაზღაურების შემდეგ, ბენეფიციარს აქვს 2 წელი რომ შეავსოს დამატებით 2-5%-მდე ანაზღაურების ელ. ფორმა, ეგრედ წოდებული „კულტურული ტესტის“ საფუძველზე. „კულტურული ტესტი“ შედგენილი და დამტკიცებულია საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ (ბრძანება N236).
  7. სააგენტოს დირექტორის ხელმძღვანელობით შედგენილი კომისია (კომისიის წევრები: ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია, კულტურის სამინისტრო, კინოცენტრი, ტურიზმის ადმინისტრაცია) განიხილავს დამატებით 2-5% თანხის ანაზღაურებას, კინოცენტრის მიერ დამტკიცებულ ბრძანება N236-ის საფუძველზე.
  8. აპლიკაციის მიღებიდან  არაუგვიანეს 90 დღისა, სააგენტო აანაზღაურებს დამატებით 2-5%-მდე თანხას. ან შესაბამისი დასაბუთებით აცნობს ბენეფიციარს აპლიკაციის უარყოფას.

 

პროგრამის ბენეფიციარის აპლიკაციის ფორმის აღწერა:

კომპანიის შესახებ ინფორმაცია

  • იურიდიული სახელი
  • საიტენტიფიკაციო კოდი
  • დირექტორი
  • იურიდიული მისამართი
  • ანგარიშის ნომერი
  • ტელეფონის ნომერი
  • ელ.ფოსტა

საკონტაქტო პირი

  • სახელი, გვარი
  • ტელეფონი
  • ელ.ფოსტა

პარტნიორი კომპანია (თანა დამფინანსებელი)

  • ქვეყანა
  • სახელი
  • ტელეფონი
  • მისამართი
  • ელ.ფოსტა

პროექტის დასახელებე

პროდუქტიის ტიპი

  • მხატვრული ფილმი
  • ტელესერიალი/მინი სერიალი
  • დოკუმენტური ფილმი
  • ანიმაცია
  • სარეკლამო ვიდეო პროდუქცია
  • რეალითი შოუ
  • მუსიკალური კლიპი

სინოფსისი (მაქს: 2500 სიტყვა)

საქართველოს გარეთ დაგეგმილი გადაღებები (ქვეყნების ჩამონათვალი)

გადაღები დაწყების და დასრულების თარიღები

დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები

საქართველოში კინო წარმოებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი

კვალიფიციური ხარჯები:

 

 

 

 

კოდი

 

 

კვალიფიციური ხარჯის დასახელება

კვალიფიციური ხარჯების ლიმიტი მთლიან კვალიფიციურ ხარჯთან

1

001

აუდიოვიზუალური აპარატურის ქირა საქართველოში

100%

2

002

გარდერობის / კოსტუმების დაქირავება

15%

3

003

თმისა და გრიმის სტუდიების მომსახურება

100%

4

004

რეკვიზიტის დაქირავება

100%

5

005

გენერატორების დაქირავება

100%

6

006

გრიპის აღჭურვილობის დაქირავება ( თავისი აქსესუარებით )

15%

7

007

განათების            აღჭურვილობის             დაქირავება            (      თავისი აქსესუარებით )

15%

8

008

პავილიონების  ,  სტუდიების  ,  სარეპეტიციო  დარბაზების  ,

საამქროების ( ბუტაფორული , სადურგლო ), სახელოსნოების

,  სპორტული  სასაწყობე  ფართების  ,  სცენის  ,  დარბაზების დაქირავება

100%

9

009

საოფისე    ფართის    დაქირავების    ,   ოფისის    ავეჯისა    და მოწყობილობების დაქირავება

100%

10

010

საჰაერო და წყლის ტრანსპორტის დაქირავება საქართველოში

15%

11

011

ცხოველების დაქირავება , წვრთნა , კვება , ტრანსპორტირება

100%

12

012

წყლის ავზებისა და მობილური ტუალეტების დაქირავება

100%

13

013

სახელმწიფო            და         კერძო           დაქვემდებარებაში            მყოფი სპეცპერსონალისა და სპეცტექნიკის დაქირავება

100%

14

014

სახმელეთო  ტრანსპორტის  , მანქანებისა  და  კინოწარმოების ყველა სპეცტრანსპორტის დაქირავება

100%

15

015

უსაფრთხოებისა    და    სასწრაფო    სამედიცინო    დახმარების მომსახურებები

100%

16

016

კვება და კატერინგის მომსახურება - საქართველოს ტერიტორიაზე , თუ ეს პირდაპირ კავშირშია საბოლოო პროექტთან

15%

17

017

პროფესიონალური მომსახურება , გაწეული საქართველოში - სადაზღვევო , საბანკო , აუდიტის , საექსპერტო და იურიდიული მომსახურება . ასევე , საჭიროების შემთხვევაში

,      ურთიერთდამოკიდებული      პირის      მიერ      გაწეული

მომსახურებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში , საბაზრო ფასის დადგენის მიზნით , ექსპერტის მიერ გაწეული მომსახურება

100%

18

018

სპეცეფექტების            მომსახურება            -     სპეციალისტები            და მოწყობილობა

10%

19

019

სპეცმომსახურება - დაივინგი , პარაშუტიდან  ხტომა , დელტაპლანის და ინსტრუქტორის დაქირავება , სამთო მომსახურების და კინოწარმოებასთან დაკავშირებული ყველა სპეცმომსახურება

100%

20

020

სამრეცხაოს და ქიმწმენდის მომსახურება

100%

21

021

გადასაღები ადგილების იჯარა და გადაღების უფლების ღირებულება - აუდიოვიზუალურ წარმოებასთან უშუალოდ დაკავშირებული გადასაღები ადგილების მფლობელებისთვის ( რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის ) გადასახდელი თანხები საქართველოს ტერიტორიაზე

100%

22

022

დეკორაციების აშენების ან / და მოწყობის მომსახურება

100%

23

023

საქართველოს ტერიტორიაზე პროგრამის ბენეფიციარის ადმინისტრაციული პერსონალის სამივლინებო ხარჯები - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

1%

24

024

საქართველოში  ცხოვრების  ,  ღამისთევის  ხარჯები  (  მ  .  შ სასტუმროს ხარჯები ) პერსონალისთვის

15%

25

025

პერსონალის ხარჯები , რომელშიც შედის - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , საქართველოს ტერიტორიაზე დაქირავებული პერსონალის ( მ . შ . მუშახელის ) ხელფასის სახით გაცემული შემოსავლები , რომლებიც არიან საქართველოს რეზიდენტები და მათი საშემოსავლო გადასახადის გადახდა ხდება საქართველოს ბიუჯეტში

60%

26

026

პროგრამის ბენეფიციარის მიერ წამყვან პოზიციებზე დასაქმებული არარეზიდენტი ფიზიკური პირისთვის , საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- ე მუხლის შესაბამისად გადახდილი ხელფასი , რომელიც დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით და გადახდილია საქართველოს ბიუჯეტში

წამყვან პოზიციებზე დასაქმებულში იგულისხმება: მსახიობი - მთავარი როლის შემსრულებელი ან შემსრულებლები; პროდიუსერი; რეჟისორი; დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

15%

27

027

მგზავრობის ხარჯები ( მხოლოდ საქართველოში )

5%

28

028

საწვავის ხარჯები ( საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით )

5%

29

029

კომუნალური ხარჯი

1.5%

30

030

ტელეკომუნიკაციის ხარჯები - ტელეფონის , მობილური ტელეფონის , ინტერნეტისა და ფაქსის გადასახადები საქართველოში ; რაციების დაქირავება

2%

31

031

გამოსახულების მონტაჟი

100%

32

032

ანიმაცია

100%

33

033

ვიზუალური ეფექტების (VFX) მომსახურება

100%

34

034

ფერის კორექცია

100%

35

035

მუსიკის ჩაწერა

100%

36

036

ხმაურების ჩამწერი სტუდიის დაქირავება

100%

37

037

გამოსახულების რენდერი

100%

38

038

ხმის  ჩამწერი  სტუდიების  დაქირავება  (  ფილმისთვის  ხმის ჩაწერა )

100%

39

039

თარგმანი

100%

40

040

სუბტიტრირება

100%

41

041

საქართველოში გაწეული ლაბორატორიული ხარჯები

100%

42

042

დისტრიბუციისა და გაყიდვების კომპანიისათვის მისაწოდებელ ფილმთან დაკავშირებული პაკეტების შექმნა (deliverables)

100%.

 

რეჟისორი

პროდუსერი

ლაინ პროდუსერი

წარმოების მენეჯერი

ლოკაციის მენეჯერი

მთავარი როლის შემსრულებლები

სხვა მსახიობები

დოკუმენტების ატვირთვა

დამატებით 2-5%-მდე თანხის უკან დაბრუნების აპლიკაცია

1%- ინფორმაციის გავრცელება საქართველოში გადაღების გამოცდილებაზე

1%- საქართველოს მოქალაქეების დასაქმება

1 % -ფილმში დაფიქსირებულია ქართული ელემენტები

1%- პოსტ-პროდუქციის განხორციელება საქართველოში

1 %- დისტრიბუცია და ფესტივალები

რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: https://e-services.economy.ge/filmcommission/registration

ონლაინ ჩატი
×