მთავარი ღონისძიებები სამეწარმეო ბაზრობა ყვარელში

სამეწარმეო ბაზრობა ყვარელში




8 ნოემბერს, 13:00-დან 22:00 საათამდე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ფესტივალის ფუძეობის ფარგლებში, სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება, ყვარელში.

ილიას ტბაზე გამართულ, უნიკალურ სავაჭრო სივრცეში გამოფენილი 40-ზე მეტი მეწარმის პროდუქციის დათვალიერებას და შეძენას მრავალი ტურისტი და ადგილობრივი მაცხოვრებელი შეძლებს.

გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა - ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, სახლის დეკორი და სხვა. ამასთანავე, გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრებს დახვდებათ: კვების ავტობუსები, საბავშვო და მცენარეების ზონა.

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" აგრძელებს მეწარმეების მხარდაჭერას და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას სხვადასხვა აქტივობების სახით.

ონლაინ ჩატი
×