მთავარი ღონისძიებები ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი


ბიზნესი ექსპორტი


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცოდნა და განივითარონ საჭირო უნარ-ჩვევები და მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ სხვა ქართულ ექსპორტიორ კომპანიებთან.

კურსი მაისში დაიწყება და ყველა  საბაზისო საკითხის გავლას გულისხმობს. აღნიშნულის ფარგლებში, მსმენელები გაეცნობიან ექსპორტის ტერმინოლოგიას საერთაშორისო გაყიდვების წარმოების მიმართულებით. სალექციო საათები დაეთმობა ისეთ მოდულებს, როგორიცაა: ინკოტერმსი, ხარისხის ინფრასტრუქტურა, მარკეტინგი, ბრენდინგი, ექსელი და ფასწარმოქმნა, ექსპორტის ციკლი და ა.შ. წინა კურსისგან განსხვავებით მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ ახალი, ძალიან საინტერესო მოდული “მოლაპარაკების ხელოვნება“,  რომელიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებულად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის. ასევე, კურსი ითვალისწინებს სასწავლო ვიზიტს ერთ-ერთ წარმატებულ ექსპორტიორ კომპანიაში.

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული საბაზრო მოთხოვნებზე და ექსპორტის მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო გაყიდვების წარმოება, რაც თავის მხრივ, დამქირავებელი კომპანიის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე და დივერსიფიცირებაზე აისახება. ამასთანავე, კურსის მსვლელობისას განხილულ იქნება საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ - როგორც პროექტის ინიციატორი, ყველა მონაწილეს კურსის ღირებულების 80%-ს დაუფინანსებს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 აპრილი!

ონლაინ ჩატი
×