მთავარი ღონისძიებები სამეწარმეო ბაზრობა და სამოყვარულო ტურნირი გუდაურში

სამეწარმეო ბაზრობა და სამოყვარულო ტურნირი გუდაურში




სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველოს მთის კურორტების და კომპანიის „რედკო“ მხარდაჭერით, 24 მარტს 11:00-19:00 საათამდე, გუდაურში სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება, რომლის მიზანია ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და ქართველი მეწარმეების მხარდაჭერა.

ღონისძიება იქნება გამორჩეული მისი მრავალფეროვნებით. სწორედ გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეების ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს, როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყობა სამოყვარულო ტურნირი სრიალში, რომელშიც მონაწილეობის მიღება სააგენტოს ბენეფიციარებს შეეძლებათ.

სამეწარმეო ბაზრობაზე მონაწილეობის მიღება შეუძლია საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელ მეწარმეებს და ასევე, მეწარმეებს, რომლებიც ზამთრის აქსესუარებს აწარმოებენ.

ასევე, თუ ხართ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ რომელიმე პროგრამის ან მიმართულების ბენეფიციარი და გიყვარს სრიალი, მაშინ ისრიალე ჩვენთან ერთად!

ონლაინ ჩატი
×