მთავარი ბიზნესის განვითარება სახელმწიფო პროგრამა - „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“

 

სახელმწიფო პროგრამა - "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი"

პროგრამა გულისხმობს იპოთეკურ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას 5 წლის მანძილზე

 

 

პროგრამის  ბენეფიციარი

A) ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის  1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;

B)  ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი (ვრცელდებოდა 2022 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით);

C) ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომლის აყვანა განხორციელდა 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.

გამონაკლისები

  • A და C ტიპის მსესხებელს (მეუღლეებს როგორც ერთად, ასევე, ცალ-ცალკე) მხოლოდ ერთხელ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს პროგრამით, მიუხედავად მათ მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხის ოდენობისა;
  • B ტიპის ბენეფიციარი უფლებამოსილია პროგრამით ისარგებლოს მეორეჯერაც, თუ პროგრამაში ჩართვის შემდეგ შეეძინება ან/და შვილად აიყვანს მე-4 ან მეტ შვილ(ებ)ს. ასეთ შემთხვევაში მსესხებელი უფლებამოსილია აიღოს ჯამში 200 000 ლარი სესხი;
  • B ტიპის ბენეფიციარების შემთხვევაში, შესაძლებელია პროგრამაში ჩართვა 2022 წლის 1 სექტემბრის შემდეგაც თუ ამ თარიღის შემდგომ შეეძინება შვილი ან შვილად აიყვანს ბავშვს;
  • პროგრამით ვერ ისარგებლებს სახელმწიფო პროგრამის „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ ბენეფიციარი;
  • მარტოხელა მშობელი, როგორც პროგრამის მოსარგებლე, ასევე, ბავშვის დაბადების მოწმობაში ფიქსირებული მეორე მშობელი, ერთი და იმავე ბავშვ(ებ)ით მხოლოდ ერთხელ შეძლებს ისარგებლოს პროგრამით.

 სესხის მიზანი

  • ბინის/სახლის შეძენა (როგორც დეველოპერისგან, ასევე კერძო პირისგან);
  • სახლის აშენება.

 სესხის და მისი დაფინანსების მოცულობა

  • პროგრამაში განსაზღვრულია სესხის მაქსიმალური ლიმიტი 200 000 ლარი. 
  • კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მიხედვით სესხის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოცულობებით ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემულ სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას, სესხის გაცემიდან 60 (სამოცი) თვის განმავლობაში (ამასთან, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 60 (სამოცი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას გაცემული სესხის ვადით), საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული   3,5 %- ის, მაგრამ არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით - თუ მსესხებელს ჰყავს 1 ან 2 შვილი, 1,5 %-ის, მაგრამ, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით - თუ მსესხებელს ჰყავს 3 ან მეტი შვილი.

 

ონლაინ ჩატი
×