მთავარი ბიზნესის განვითარება გადაიღე საქართველოში

გადაიღე საქართველოში

სახელმწიფო პროგრამას "გადაიღე საქართველოში" სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

 

Location Guide of Georgia

 

 

 

 

  • პროგრამის პირობები


 

საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო ვიზუალური პროდუქციის (მხატვრული ფილმი, სერიალი, დოკუმენტური ფილმი, ანიმაცია, რეკლამა, რეალითი შოუ) შექმნით დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მწარმოებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 20-25% თანხის უკან დაბრუნების პროგრამით. თანხის უკან დაბრუნება ვრცედება პროგრამით განსაზღვრულ კვალიფიციურ ხარჯებზე, რომელიც უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს მხატვრული ფილმის და სერიალის შემთხვევაში, ხოლო 300 000 ლარს დოკუმენტური ფილმის, ანიმაციის, რეკლამის და რეალითი შოუს შემთხვევაში.

განგრძობადი პროექტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც კვალიფიციური ხარჯის მოცულობა  5 მილიონ ლარზე მეტია, პროექტი განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

აღნიშნული სერვისის მიღებისათვის  საჭიროა შემდეგი ქმედებების განხორციელება:

  • საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ავსებს ონლაინ განაცხადის ფორმას;
  • ხელშეკრულება ფორმდება სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და განმცხადებელს შორის;
  • განმცხადებელს ენიჭება პროგრამის ბენეფიციარის სერტიფიკატი უნიკალური კოდით;
  • სერტიფიკატის მიღებიდან 1 წლის ვადაში ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს აუდიტორული კომპანიის მიერ დამოუკიდებელი მარწმუნებელი მომსახურების დასკვნა;
  • დასკვნის მიღებიდან ერთი წლის ვადაში სააგენტომ უნდა აანაზღაუროს ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 20%;
  • 20%-ის ანაზღაურების შემდეგ, ბენეფიციარს აქვს ერთი წელი რომ შეავსოს, დამატებით 2-5%-მდე ანაზღაურების ელ.ფორმა, ე.წ „კულტურული ტესტის“ საფუძველზე. „კულტურული ტესტი“ შედგენილი და დამტკიცებულია საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ (ბრძანება N236);
  • სააგენტოს დირექტორის ხელმძღვანელობით შედგენილი კომისია (კომისიის წევრები: ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია, კულტურის სამინისტრო, კინოცენტრი, ტურიზმის ადმინისტრაცია) განიხილავს დამატებით 2-5% თანხის ანაზღაურებას, კინოცენტრის მიერ დამტკიცებულ ბრძანება N236-ის საფუძველზე;
  • აპლიკაციის მიღებიდან  არაუგვიანეს ერთი წლისა, სააგენტო აანაზღაურებს დამატებით 2-5%-მდე თანხას. ან შესაბამისი დასაბუთებით აცნობს ბენეფიციარს აპლიკაციის უარყოფას.

*პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა შეავსოს განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://e-services.economy.ge/filmcommission/registration

 

 

01.09.2021-დან პროგრამის ფარგლებში აიკრძალება შვილობილი/მშობელი კომპანიის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუ მათ მიერ აღებული სესხების ჯამური მოცულობა აღემატება 10 მლნ ლარს. ამასთან, აკრძალვა ვრცელდება კლასიფიკატორის (NACE 2) შესაბამისად მხოლოდ ერთსა და იმავე განყოფილებაში მყოფ კომპანიებზე (პროგრამის მიზნებისათვის შვილობილად განიმარტება მეწარმე სუბიექტი, რომელშიც პროგრამის ბენეფიციარი ფლობს წილის 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ონლაინ ჩატი
×