მთავარი ბიზნესის განვითარება ტურიზმის განვითარება

ტურიზმის განვითარება

პროგრამის მიზანია ქვეყნის ტურიზმის და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისების განვითარება და ფინანსური ხელშეწყობა

 

 

 

 

  • თანადაფინანსების მექანიზმი
  • სასტუმრო/ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრია
  • ეკო და აგრო ტურისტული ინდუსტრია
  • ტურისტული სერვისების ინდუსტრია

 

თანადაფინანსების მექანიზმის პირობები არეგულირებს სასტუმროს, ტურისტული სერვისების, აგრო და ეკო ტურისტული ინდუსტრიების საქმიანობებს.

*კომერციული ბანკების/სალიზინგო კომპანიების შემთხვევაში

  • სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას, სესხის  ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%, ლიზინგის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%;
  • სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით;
  • სესხის/ლიზინგის საგნის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს;
  • სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.

* პროგრამის პირობები

  • პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ მისი შემოსავლის კომპონენტში. რომლის შემოწმება შესაძლებელია www.reportal.ge -ის მეშვეობით;
  • სესხის/ლიზინგის საგნის პირველი ტრანშის ათვისება სააგენტოს მიერ სესხის/ლიზინგის საგნის დადასტურებიდან  არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. სესხის სრული ათვისება სააგენტოს მიერ მისი დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში;
  • ევროკავშირის საპილოტე რეგიონების პროგრამის ფარგლებში, 50 000 ლარიდან 1 500 000 ლარამდე სესხის მოცულობის შემთხვევაში ბენეფიციარი 10%-დან 20%-მდე გრანტით ისარგებლებს.

საპილოტე რეგიონები:

  • იმერეთი;
  • გურია;
  • კახეთი;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

 

01.09.2021-დან პროგრამის ფარგლებში აიკრძალა შვილობილი/მშობელი კომპანიის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუ მათ მიერ აღებული სესხების ჯამური მოცულობა აღემატება 10 მლნ ლარს. ამასთან, აკრძალვა ვრცელდება კლასიფიკატორის (NACE 2) შესაბამისად მხოლოდ ერთსა და იმავე განყოფილებაში მყოფ კომპანიებზე (პროგრამის მიზნებისათვის შვილობილად განიმარტება მეწარმე სუბიექტი, რომელშიც პროგრამის ბენეფიციარი ფლობს წილის 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს).

ონლაინ ჩატი
×