მთავარი სიახლეები სასტუმრო ინდუსტრიის შედეგები (ივნისი 2019)

სასტუმრო ინდუსტრიის შედეგები (ივნისი 2019)




სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულება 2016 წლიდან დაემატა სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომელიც თითოეულ მეწარმეს, შესაძლებლობას აძლევს განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას.

აღნიშნული კომპონენტი, რეგიონში სასტუმრო ბიზნესის განხორციელების სურვილის მქონე მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას. გარდა ამისა, პროგრამის მეშვეობით აქტიურად ხდება საქართველოში წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვის სტიმულირება, ე.წ „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულების თანადაფინანსების გზით.

2019 წლის ივნისის თვის მონაცემებით, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილია 104 მეწარმე სუბიექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 279,6 მლნ ლარს, ხოლო აღნიშნული 104 სასტუმრო შექმნის 3 200-ზე მეტ დამატებით ოთახს და 2 800-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს. ზემოთხსენებული სასტუმროები აშენებდება: ბორჯომში, ბაკურიანში, გუდაურში, ფოთში, ურეკში, ნიკორწმინდაში, ყაზბეგში, საგარეჯოში, გონიოში, შეკვეთილში, თელავში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში, მესტიაში, გურჯაანსა და გორში.

ონლაინ ჩატი
×