მთავარი სიახლეები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ განახლებული პროგრამები

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ განახლებული პროგრამები




დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა - ბიზნესის მხარდაჭერა წარუდგინა საზოგადოებას და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  განახლებული პროგრამების შესახებ ისაუბრა.

პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, სესხის და ლიზინგის სუბსიდირების პროგრამის საქმიანობის სახეობები გაიზარდა და  შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები.  კერძოდ, პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი სასესხო ლიმიტი 50,000 ლარამდე შემცირდა, რაც უფრო მეტ ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს სესხის თანადაფინანსებით. ასევე, გაიზარდა საქმიანობების სახეობები და თანადაფინანსების თვეების რაოდენობა, 24-დან 36 თვემდე. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეიცვალა თანამონაწილეობის პროცენტიც - რეფინანსირების განაკვეთს + 3%. (პროგრამის ბმული - https://bit.ly/2Srv4ux)

იცვლება საკრედიტო საგარანტიო სქემის მასშტაბიც, კერძოდ პროგრამის ბიუჯეტი 20-დან 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რომლის მეშვეობითაც 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფა მოხდება. პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტიის გაცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ნაცვლად, 90%-ის ოდენობით მოხდება. ამასთანავე, 30%-ის უზრუნველყოფას განახორციელებს სახელმწიფო რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში. საკრედიტო - საგარანტიო სქემის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტს შეეძლება არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 5 მილიონ ლარის მოცულობის სესხის აღება. (პროგრამის ბმული - https://bit.ly/3fjy06u)

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული  „მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდამჭერი“ პროგრამის  ბიუჯეტი 10-დან 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და  რეგიონების განვითარებაზე ორიენტირებულ საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პრიორიტეტი ენიჭება: ქალ მეწარმეს, შშმ პირს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20%-ის ნაცვლად 10%-ია. (პროგრამის ბმული - https://bit.ly/2yY27zy)

 

 

 

 

 

ონლაინ ჩატი
×