მთავარი სიახლეები მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის შედეგები (ოქტომბერი 2019)

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის შედეგები (ოქტომბერი 2019)




მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელსეწყობის კომპონენტი გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის წახალისებას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით. აღნიშნული კომპონენტი გამიზნულია როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, ასევე არსებულის გაფართოება/გადაიარაღებისთვის.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი ხელს უწყობს მეწარმეებს/პოტენციურ მეწარმეებს წამოიწყონ ან გააფართოონ საკუთარი ბიზნესი. ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.
2015-2018 წლის მონაცემებით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში"  ფარგლებში, მხარდაჭერილია 6 212  პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის  მოცულობა შეადგენს 61 მლნ ლარზე მეტს, ამასთანავე თანადაფინანსების სახით გაიცა 46.9 მლნ ლარი, სადაც  ჯამში დაფინანსებულია 9,384  ბენეფიციარი.

შენიშვნა:

პროგრამა არ არის მიმდინარე, აღნიშნულზე რეგისტრაცია წელიწადში ერთხელ ცხადდება.

ონლაინ ჩატი
×