მთავარი სიახლეები მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტის შედეგები (აგვისტო 2019)

მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტის შედეგები (აგვისტო 2019)




მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით. აღნიშნული პროგრამა გამიზნულია როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, ასევე არსებულის გაფართოება/გადაიარაღებისთვის.
მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას წამოიწყონ ან გააფრთოონ საკუთარი ბიზნესი. ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.
2015-2018 წლის მონაცემებით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში"  ფარგლებში, მხარდაჭერილია 6 212  პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის  მოცულობა შეადგენს 61 მლნ ლარზე მეტს, ამასთანავე თანადაფინანსების სახით გაიცა 46.9 მლნ ლარი, სადაც  ჯამში დაფინანსებულია 9,384  ბენეფიციარი.

შენიშვნა:

პროგრამა არ არის მიმდინარე, აღნიშნულზე რეგისტრაცია წელიწადში ერთხელ ცხადდება.

ონლაინ ჩატი
×