მთავარი სიახლეები მენეჯერთა გადამზადების პროგრამა (Fit for partnership)

მენეჯერთა გადამზადების პროგრამა (Fit for partnership)




გაცნობებთ, რომ სსიპ "აწარმოე საქართველოში", გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით გეგმავს მენეჯერთა გადამზადების პროგრამას, რომლის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველო ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, რაც უნიკალურ შანსს აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს წარმოებული პროდუქტი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიტანონ ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე. 

პროგრამის ძირითადი მიზნებია:

  • გერმანიის ბიზნეს-მენეჯმენტის პრაქტიკის შესწავლა;
  • საერთაშორისო ურთიერთობების უნარების განვითარება;
  • საერთაშორისო ბიზნეს-ურთიერთობების უნარების განვითარება;
  • გერმანულ კომპანიებთან კავშირების დამყარება;
  • პოტენციური ბიზნეს-ურთიერთობების განვითარება.

პროგრამა მოიცავს როგორც ტრეინინგებს, ასევე ვიზიტებს გერმანულ კომპანიებში და ინდივიდუალურ შეხვედრებს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.

პროგრამაში მონაწილეობა (სამიზნე ჯგუფი): პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მცირე და საშუალო საწარმოების საშუალო ან მაღალი დონის მენეჯერებმა, რომელთაც აქვთ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, უმაღლესი განათლება ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, მენეჯერული ან სხვა მსგავსი სპეციალობით და კარგად ფლობენ ინგლისურ ენას. ასევე კომპანია 2-3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ბაზარზე, აქვთ სურვილი ითანამშრომლონ გერმანულ კომპანიებთან კონკრეტული იდეებით.

პროგრამა ჩატარდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ივნისის განმავლობაში. ასევე გაითვალისწინეთ რომ შერჩეული კანდიდატებს გასაუბრება ჩაუტარდებათ თებერვლის ბოლოს

პროგრამის ხანგრძლივობაა 20-30 დღე.

პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯს, გარდა ტრანსპორტირებისა (ფრენა და აეროპორტიდან გადაადგილება დანიშნულების ადგილზე) ფარავს გერმანული მხარე. პროგრამაში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.

გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტები ბმულზე: https://bit.ly/2RDpbXZ და შევსებული მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 2019 წლის 11 თებერვლისა (ორშაბათი). ასევე დაურთეთ პასპორტის პირველი გვერდის ასლი და კომპანიის მოკლე პრეზენტაცია (არაუმეტეს 3 სლაიდი).

შერჩევის პროცესი:

  1. დაინტერესებული პირი ავსებს მიმაგებულ დოკუმენტებს და აგზავნის სააგენტოში ელექტრონული ფორმით;
  2. მიღებული აპლიკაციები გადაირჩევა გერმანელი პარტნიორების მიერ;
  3. გასაუბრება შერჩეულ აპლიკანტებთან გაიმართება თებერვლის ბოლოს;
  4. შერჩეული აპლიკანტები გაივლიან 3 დღიან პრეტრენინგს თბილისში.
  5. შერჩეული აპლიკანტები ივნისის დასაწყისში გაემგზავრებიან გერმანიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე 1525.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:

www.managerprogramme.com.

 

ონლაინ ჩატი
×