მთავარი სიახლეები ინდუსტრიული მიმართულების შედეგები (ივნისი 2019)

ინდუსტრიული მიმართულების შედეგები (ივნისი 2019)




„აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების ერთ-ერთი მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. სააგენტოს მთავარი მისია ქართული საწარმოების მხარდაჭერაში, მოგების გაზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებაში მდგომარეობს.

2019 წლის ივნისის თვის მონაცემებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 312 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 685 მლნ ლარს აღემატება. სულ შეიქმნება 11 870-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

ონლაინ ჩატი
×