მთავარი ბიზნესის განვითარება მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა

 

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა

სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, როგორც მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების, ასევე, ახალი ბიზნეს პროექტის შემთხვევაში.

წელს, პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს ემატება თბილისი.  

პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.

ბიზნესიდეების განაცხადების მიღება 25 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება!

 

 

ბიზნესიდეების მიღება დაიწყო!

განაცხადის შესავსებად ეწვიეთ სააგენტოს პორტალს - Grantsenterprise.ge

 

 

მიკრო და მცირე მეწარმეობა 2020

  • პროგრამის პირობები

     

    პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

    • არ არის საჯარო მოხელე
    • არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე
    • აცხადებს მზაობას ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა
    • პროგრამის ახალმა ბენეფიციარმა გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს საკუთარი ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 10%, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 5%
    • პროგრამის არსებულმა ბენეფიციარმა  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 25%, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 15%. 
    • ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას მაქსიმუმ 30 000 ლარის გრანტის ოდენობით. პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსების მინიმუმ 90% უნდა იქნას გამოყენებული ძირითადი საშუალებების, ხოლო 10% საბრუნავი საშუალებების შესაძენად

  • პროგრამის ეტაპები

     

    პროგრამაში მონაწილეობა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

    • ბიზნესიდეების განაცხადების მიღება 
    • ბიზნესიდეების განაცხადების გადარჩევა და გამარჯვებულების გამოვლენა
    • ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნესგეგმის შედგენაში 
    • ბიზნესგეგმების მიღება           
    • ბიზნესგეგმების შეფასება
    • გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან
    • დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან
    • ბენეფიციარებთან  ხელშეკრულების გაფორმება
    • ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი 
    • ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა
    • თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი 
    • დამატებითი ტრენინგები
    • ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი
    • ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი          

  • პრიორიტეტული საქმიანობები

     

    პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულია შემდეგი საქმიანობები: 

    • ინტელექტუალურ სერვისზე ორიენტირებული პროექტები
    • განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტი
    • მაღალი ინკლუზიურობის მქონე სექტორებზე ორიენტირებული პროექტები
    • ახალი ბიზნესის წამოწყება
    • ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება
    • სოფლად/მაღალმთიან სოფელში ბიზნესის დაწყება/გაფართოება
    • იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება
  • პროგრამის ტერიტორიული ერთეულები

     

    პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რეგიონები გაერთიანებულია სამიზნე ლოტებში, რომლებიც განსაზღვრულია პროგრამის სამიზნე ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად.

    ლოტი 1- აჭარა გურია, სამეგრელო ზემო სვანეთი

    ლოტი 2 - კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი

    ლოტი 3 - იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი

    ლოტი 4- სამცხე ჯავახეთი,  ქვემო ქართლი

    ლოტი 5 - თბილისი

  • პროგრამის განმახორციელებელი კონტრაქტორი ორგანიზაციები

     

    ლოტი 1 - საქართველოს სკაუტური ორგანიზაცია - საქართველოს სკაუტები

    ოფისის მისამართი:

    • აჭარა - ბათუმი, გორგილაძის #2
    • სამეგრელო - ზემო სვანეთი - ზუგდიდი, აღმაშენებლის 50
    • გურია - ოზურგეთი - 9 აპრილის ქუჩა #6

    ცხელი ხაზი: 599 20 40 10

     

    ლოტი 2 - თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი

    ოფისის მისამართი:

    • მცხეთა-მთიანეთი - დუშეთი, აღმაშენებლის ქ. 27,  I სართული, ოთახი 1
    • კახეთი - თელავი, ვარდოშვილის  ქ. 8,  II  სართული, ოთახი 1
    • შიდა ქართლი - გორი, ზ. ანტონოვის ქ. 5,  I სართული, ოთახი 1

    ცხელი ხაზი: (032) 2 22 45 32

     

    ლოტი 3 - საქართველოს სკაუტური ორგანიზაცია - საქართველოს სკაუტები

    ოფისის მისამართი:

    • იმერეთი - ქუთაისი, კოსტავას 9
    • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ამბროლაური, ვანო კობახიძის 7

    ცხელი ხაზი: 558 03 03 04

     

    ლოტი 4 - საქართველოს სკაუტური ორგანიზაცია - საქართველოს სკაუტები

    ოფისის მისამართი:

    • სამცხე-ჯავახეთი - ახალციხე, მანველიშვილის ქ. N 20
    • ქვემო ქართლი - რუსთავი - ქ.  რუსთაველის 27

    ცხელი ხაზი: 557 055 111

     

    ლოტი 5 - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია

    ოფისის მისამართი:

    • თბილისი - მთაწმინდა-კრწანისის რაიონი, ვახტანგ ორბელიანის ქ. 35

    ცხელი ხაზი: (032) 2 99 04 43 ; (032) 2 92 28 39

 

 

პროექტი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით

 

სიახლეები

ონლაინ ჩატი
×