მთავარი ბიზნესის განვითარება თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის

 

თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას და მათ ბაზარზე ოპერირების გაგრძელებას.

 

 

  • სესხის თანადაფინანსება
  • პროგრამის პირობები

 

  • თანადაფინანსების მექანიზმი მოიცავს ბანკის მიერ მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროს ბენეფიციარისთვის გაცემულ სესხზე 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 კალენდარული თვის პერიოდში საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთიდან:

- არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;

- არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) პროცენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში;

  • თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს:

-300 000 (სამასი ათასი) ლარს - ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში

-100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს - აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში

- 80 000 (ოთხმოცი ათასი) ევროს - ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში;

  • პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც პროგრამაში ჩართვის მომენტისთვის მიმდინარე სესხზე გადახდილი აქვს სესხის ძირი თანხის 70% ან მეტი.

პროგრამა დაიწყება სექტემბრის თვიდან პარტნიორი ბანკების მონაწილეობით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს ნომერზე: 1525.

სარეგისტრაციო მიმართვის ფორმა

მთავრობის დადგენილება N405

ონლაინ ჩატი
×