-
პროგრამის განხორციელების ეტაპები
-
საკონსულტაციო მხარდაჭერის მექანიზმი
-
პროგრამაში ჩართვის პირობები
სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია ან პირველად მონაწილეობს მასში, ასევე - მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა.
დაფინანსების მიღებამდე მონაწილემ აუცილებელია გაიაროს რამდენიმე ეტაპი:
- ონლაინ აპლიკაციის შევსება: www.enterprise.gov.ge
- ბიზნესიდეების კონკურსი: მოხდება საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორების გამოვლენა და მათი დატრენინგება ბიზნესგეგმების წერაში
- ბიზნესგეგმის წერის ტრენინგი: საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორებს ჩაუტარდებათ ბიზნესგეგმის წერის ტრენინგი
- ბიზნესგეგმების კონკურსი: მომზადებული ბიზნესგეგმების კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას
- თანადაფინანსება - არაუმეტეს 20 000 ლარი
*შენიშვნა: პროგრამის ბენეფიციარი/მოსარგებლე მეორე ეტაპზე წარადგენს მხოლოდ ბიზნესგეგმას
ყველა ბენეფიციარი მიიღებს თანამედროვე სტანდარტების ტექნიკურ მხარდაჭერას:
- ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები
- ბიზნესგეგმების შედგენის ტრენინგი
- ბიზნესის ადმინისტრირების ტრენინგი
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- არის სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) საქართველოს მოქალაქე
- არ არის საჯარო მოხელე
- არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე
- კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს მინიმუმ 20%, არსებული ბენეფიციარი/მოსარგებლე მინიმუმ 50% თანხობრივ თანამონაწილეობას
- აცხადებს მზაობას ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა