მთავარი ბიზნესის განვითარება ბიზნეს ექსპორტი

ბიზნეს ექსპორტი

პროგრამის მიზანია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საქართველოში მეწარმეობის მხარდაჭერა ახალი ან არსებული საწარმოების გაფართოვება-გადაიარაღებით, მეწარმე სუბიექტის ხელშეწყობით და იმპორტული საქონლის ადგილობრივით ჩანაცვლებით

 

 

 

 

  • თანადაფინანსების მიმართულება
  • ლიზინგი

 

*კომერციული ბანკების შემთხვევაში

  • სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას, სესხის ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%;
  • სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით;
  • იხილეთ დანართი, სადაც მოცემულია ის ეკონომიკური საქმიანობები, (და ასევე აგრო/ეკო ტურიზმის მიმართულებაც) რომელთა ფარგლებში სესხის გაცემის შემთხვევაში მსესხებელი უფლებამოსილია ისარგებლოს დამატებით საგრანტო კომპონენტითაც, რომლის ფარგლებშიც გრანტის მოცულობაა დამტკიცებული სესხის/სალიზინგო პროექტის 15%, არაუმეტეს 500 000₾.
  • სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000₾, ხოლო მაქსიმალური 10 000 000₾;
  • სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50% საბრუნავი საშუალებების შესაძენად.

 

* პროგრამის პირობები

  • პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ მისი შემოსავლის კომპონენტში. რომლის შემოწმება შესაძლებელია www.reportal.ge -ის მეშვეობით;
  • მოცემულ თანხას ბენეფიციარი იღებს უსასყიდლოდ და მისი გამოყენებაც შეუძლია მისთვის სასურველი ნებისმიერი მიზნობრიობით. ამ მიმართულებით სააგენტო უფლებამოსილია გრანტი გასცეს სრულად თუ მსესხებელი თავიდანვე ახდენს სესხის სრულად ათვისებას, ხოლო თუ სახეზე არ გვაქვს სრული ათვისება გრანტი სააგენტოს მიერ გაიცემა ორჯერ: - პირველი როდესაც მსესხებლის მიერ ათვისებული იქნება სესხის არანაკლებ 50% და აღნიშნულის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი იქნება სააგენტოში (აუდირებული დასკვნის მიერ დადასტურებული ათვისებული სესხის თანხის პროპორციული მოცულობის ოდენობით), ხოლო მეორედ/საბოლოოდ მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოში წარდგენისას (მიუხედავად სესხის ათვისება მოხდება სრულად თუ ნაწილობრივ). ლიზინგის შემთხვევაში ბენეფიციარი უფლებამოსილია საგრანტო განაცხადით მიმართოს სააგენტოს მხოლოდ ლიზინგის საგნის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ;
  • ყველა ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობებში შშმ პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით.

 

 

01.09.2021-დან პროგრამის ფარგლებში აიკრძალება შვილობილი/მშობელი კომპანიის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუ მათ მიერ აღებული სესხების ჯამური მოცულობა აღემატება 10 მლნ ლარს. ამასთან, აკრძალვა ვრცელდება კლასიფიკატორის (NACE 2) შესაბამისად მხოლოდ ერთსა და იმავე განყოფილებაში მყოფ კომპანიებზე (პროგრამის მიზნებისათვის შვილობილად განიმარტება მეწარმე სუბიექტი, რომელშიც პროგრამის ბენეფიციარი ფლობს წილის 50 ან 50-ზე მეტ %-ს).

ონლაინ ჩატი
×