მთავარი ბიზნესის განვითარება აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარება

აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარება

პროგრამის მიზანია საქართველოში აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

 

 

 

 

  • აგრო-ტურისტული ობიექტები
  • ეკო-ტურისტული ობიექტები
  • თანადაფინანსების მიმართულება
  • ლიზინგი

 

ფერმერული მეურნეობა, რომელიც განკუთვნილია ტურისტის მისაღებად და საკუთარი წარმოებული პროდუქტის გამოყენებით სტუმარს სთავაზობს ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ მომსახურებას:

  • კვებითი მომსახურება
  • განთავსება
  • საგანმანათლებლო, შემეცნებითი, გასართობი, რეკრეაციული აქტივობები.

 

მეურნეობის აგრო ტურისტულად მიჩნევისათვის აუცილებელია, მისი განმახორციელებელი პირი აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ პირობას :

ა) საკუთრების ან მართლზომიერი სარგებლობის უფლებით უნდა ფლობდეს ფერმერულ მეურნეობას;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, რეგისტრირებული უნდა იყოს ბიზნესოპერატორად;

გ) რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმათა/ფერმერთა რეესტრში.

 

01.09.2021-დან პროგრამის ფარგლებში აიკრძალება შვილობილი/მშობელი კომპანიის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუ მათ მიერ აღებული სესხების ჯამური მოცულობა აღემატება 10 მლნ ლარს. ამასთან, აკრძალვა ვრცელდება კლასიფიკატორის (NACE 2) შესაბამისად მხოლოდ ერთსა და იმავე განყოფილებაში მყოფ კომპანიებზე (პროგრამის მიზნებისათვის შვილობილად განიმარტება მეწარმე სუბიექტი, რომელშიც პროგრამის ბენეფიციარი ფლობს წილის 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს).

ონლაინ ჩატი
×